22:40
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, დასავლეთში კი ტემპერატურის მომატება - როგორი ამინიდა მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?
11-08-2019

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უმეტესად 12-13 აგვისტოს იქნება. მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა უმეტესად კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი.

„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან მოსალოდნელია +35 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ხვალ დღის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი. 13 აგვისტოს ასევე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი იქნება 14 აგვისტოსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში,“ - განაცხადა ნინო წვერავამ.

AutoPlay
ოთარ ჩრდილელი პარლამენტს ტოვებს
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
"კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე "ქართული ოცნების" უმრავლესობაზე - ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას აშშ-ის საელჩო ეხმაურება
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პარლამენტმა შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ვლადიმერ ჟირინოვსკი არჩევნებში მხარს ბორის ჯონსონს უჭერს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები