საქართველოსთვის ეს იქნება სამიტი სამიტისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის გასამართ სამიტს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
სამადაშვილის თქმით, ეს სამიტი საქართველოსთვის იქნება ფორმალობა და მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე ახალი შედგება და საქართველოსთვის საგრძნობ პოლიტიკურ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ.