აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მოლდოვაში კი, ყველაზე დაბალი,- ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, COVID-19-ის კრიზისის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 20.2% და 18.5% დაფიქსირდა. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5%-ით. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2% და 6.2%.
ამასთან, კვლევის თანახმად, 2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის დონემ (ერთ წელზე მეტი) 40% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა.