ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმ და პრემიერ-მინისტრმა.
კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორები მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.
კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.