ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები გვირჩევენ რეგულარულად მივირთვათ ნუში. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ფიტოშენაერთებით. მასში უხვადაა ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ისეთი კომპონენტები, რომლებიც ხელს უშლის პანკრეასის კიბოს განვითარებას. ნუში ამცირებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს.
ბრიგამის ქალთა ჰოსპიტლისსპეციალისტებმა გამოიკვლიეს 75 000 ქალი. აღმოჩნდა, რომ ნუშის მოყვარულები ბევრად ჯანმრთელები და ტანადები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნუში საკმაოდ კალორიული პროდუქტია. მათივე რეკომენდაციით, სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და საზოგადოდ, ორგანიზმის ჯანმთრელობისთვის საკმარისია ნუში კვირაში ორჯერ ერთ მიღებაზე, საშუალოდ 6 ცალი გარჩეული ნუში მივირთვათ.