06:30
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
აღმოაჩინეს, რომ ნიგოზი გვეხმარება გახდომაში და გვიცავს სიმსუქნისგან - არაქისთან ერთად ნაადრევი სიკვდილის რისკსაც ამცირებს
29-09-2017

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი და ზოგადად თხილეული მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით. მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს, რომ ნიგოზი გვეხმარება გახდომაში და გვიცავს სიმსუქნისგან.

კვლევაში მონაწილე პირები, რომლებიც ნიგოზს მიირთმევდნენ, ნაკლებს იწონიდნენ. გარდა ამისა, ნიგვზის მოყვარულებში 5%-ით იყო დაქვეითებული სიმსუქნის რისკი. ნიგოზს სხვა პლუსებიც აქვს - ის სასარგებლოა მეხსიერებისთვის. ასევე, ნიგოზი და არაქისი გვიცავს ნაადრევი სიკვილისაგან.

მაასტრიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ დღეში საკმარისია 10 გრამი ნიგვზის ან არაქისის მიღება, რათა შევამციროთ ისეთი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის რისკი, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. არაქსის კარაქს მსგავსი ეფექტი არ გააჩნია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები