ექსპერტებმა ჩინელი პაციენტების სისხლში Enterobacteriaceae-იის(ენტერობაქტერიის) ორი ახალი, აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს. ბაქტერიები არ რეაგირებენ არც პენიცილინზე და არც ცეფალოსპორინზე. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობენ, ჩვეულებრივ, საფრთხეს არ ქმნიან, თუმცა, სისხლში მოხვედრისას მენინგიტის, ხოლო ფილტვებში მოხვედრისას - პნევმონიის განვითარებას იწვევენ. აღმოჩენის ავტორები არიან სიჩუანის უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებიც სტანდარტულ შემოწმებას ახორციელებდნენ დასავლეთ ჩინეთის ჰოსპიტალში. გენეტიკური ანალიზის წყალობით შესაძლებელი გახდა ორი უნიკალური სახეობის ბაქტერიის გამოყოფა. ესენია Enterobacter huaxiensis (ენტერობაქტერია აქსიენსის) და Enterobacter chuandaensis (ენტერობაქტერია ცუანრენქსის). სხვა ტიპის ენტერობაქტერიებისგან ეს ორი შტამი განსხვავდება არა მხოლოდ დნმ-ის თავისებურებებით, არამედ გარკვეული შაქრებისა და კალიუმის მარილთა დაშლა-გახლეჩის უნარით.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია წინასწარმეტყველებს "პოსტანტიბიოტიკური ერის" დაწყებაზე, ისეთი პერიოდის მოახლოებაზე, როდესაც ვერც ერთი ანტიბიოტიკი ვეღარ "იმუშავებს". მედიცინისათვის სადღეისოდაც ცნობილია ისეთი ინფექციები, რომლებიც არ ემორჩილება მკურნალობას. მათ შორისაა პნევმონიის, ტუბერკულოზის, გონორეისა და სალმონელოზის შემთხვევები.