საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დანიშვნის პროცესში ჩარევას გამორიცხავს. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებს. მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებებში აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. ამასთან, ბახტაძე ლოგიკურიკურს უწოდებს საუბარს იმაზე, რომ მოსამართლეების შესარჩევად შესაბამისი კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირები "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში წარმატებული რეფორმები განხორციელდა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.