ექიმის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, "აციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება". აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ დედა-შვილს, რომლებიც გაჩერებაზე იდგა როდესაც მათ მანქანა დაეჯახათ, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
იხილეთ:
დაკავებულია თუ არა აღმაშნებელის ხეივანზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი?