თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
"სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება”, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება. აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვნის დედა.
იხილეთ: