აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები - Palitra News

აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, არიან დაშავებულები

2020-07-13 10:01:52+04:00

აღმაშენებლის გამზირზე, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. დაშავებულია 4 ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.