"აღიარება ხელისგულზე" - 21 წლის ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, თათული ღვინიანიძის 450 გვერდიანი, სადებიუტო რომანი. ჟანრი მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.
რომანი "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული გახდა. ის კონკურსში მონაწილე 300 მდე ნამუშევარიდან მკითხველმა გამოარჩია. კონკურსის ფორმატის მიხედვით, ნაწარმოები ეტაპობრივად გამომცემლობის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, სადაც მკითხველს საშუალება ჰქონდა თავისი ფავორიტი ნაწარმოები დაესახელებინა. ხალხის არჩევანმა და კონკურსში გამარჯვებამ რომანის დაბეჭდვა და გამოცემა განაპირობა.
წიგნი 2017 წელს საქართველოში გამოიცა და გამოცემიდან მალევე მოექცა ბესტსელერებს შორის. ნოემბრის თვეში, "აღიარება ხელისგულზე" მაღაზიათა ქსელის, ბიბლუსის ბესტსელერთა სამეულში, ერიხ მარია რემარკისა და ელიფ შაფაქის წიგნებთან ერთად მოხვდა. დეკემბერში კი რომანი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სათავეში მოექცა.