ბოლო დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
ქვეყანაში ამჯამად 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.