ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში. პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მათგან რვა პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.
შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.