ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებიტ კომენდანტის საათის დარღვევად ცაითვლება ფაქტი თუ აღდგომის დღეს ლიტანიობაზე ეკლესიებში მრევლი შეიკრიბება.
"პალიტრანიუსის" კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია.
ამასთან, კითხვაზე, წავიდოდა თუ არა მინისტრი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ წავა.