აღდგომის დღესასწაულზე, თბილისის სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები წესდება - Palitra News

აღდგომის დღესასწაულზე, თბილისის სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები წესდება

2019-04-27 12:05:27+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 28-29 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით თბილისში არსებულ სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.