აღდგომა იერუსალიმში - საგარეო საქმეთა სამინისტრო მომლოცველებს რეკომენდაციებსა და გაფრთხი9ლბას აძლევს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვრის გადაკვეთა კიდევ უფრო გართულებულია, ამიტომ დიპლომატიური უწყება საზღვრის გადაკვეთის მსურველებს აფრთხილებს, ზედმიწევნით დაიცვან წესები. იერუსალიმის ძველ ქალაქში მომლოცველებისთვის კი საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ რჩევებს და დამატებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ნომერზე: +972 26226100. დაკარგულ პირს პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს უახლოეს განყოფილებაში და დაუკავშირდება საქართველოს საკონსულო სამსახურს. ერთ-ერთი რჩევა იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - საშვების შეძენას უკავშირდება.