პოლიტიკოსის გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა. ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ბოკერია ბოლო 2 თვე ავადმყოფობდა.
"ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ გველაპარაკა. აღარ გვყავს... გული ჩერდა. ხვალ 77 წლის გახდებოდა" - წერს პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან ბოკერია 1944 წელს ქუთაისში დაიბადა. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.