კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში, 7 თვის მოკლული ჩვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შსს-ში აცხადებენ, რომ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული მუხლის თანახმად, დასჯადია სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. გარდაცვლილი ჩვილის მამამ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.