აფრიკული სპილოების პოპულაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში 70%-ით შემცირდა. ყოველ ოცდახუთ წუთში ერთი სპილო კვდება, მიზეზი კი მისი ეშვებია, რომელიც შავ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს. გარეული ცხოველებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაკანონიერი საქმიანობაა, რომლის წლიური ბრუნვაც 150 მილიარდ დოლარს აღემატება. სპილოს ეშვს, მისი მაღალი ფასის გამო, "თეთრ ოქროსაც" უწოდებენ. გარდა ამ პრობლემისა, სპილოები იტანჯებიან გლობალური დათბობით, რომელიც გვალვას იწვევს და გარემოზე ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერი გვალვის გამო, ზიმბაბვეში 200-მდე სპილო მოკვდა. საქველმოქმედო ორგანიზაციები აღშფოთებულნი არიან. თუ შესაბამისი სამსახურები უმოქმედოდ იქნებიან, 20 წლის შემდეგ აფრიკული სპილოები სრულიად გადაშენდებიან. ბოლო დროს, რამდენიმე ორგანიზაცია საქველმოქმედო კამპანიებს მართავს
და შეგროვებული თანხით სპილოების პოპულაციის ზრდას ხელს შეუწყობენ.