აფრიკის კონტინენტს ორად გაყოფა ემუქრება - Palitra News

აფრიკის კონტინენტს ორად გაყოფა ემუქრება

2018-04-11 12:48:35+04:00

კენიაში უზარმაზარი ბზარი გაჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა მსჯელობა იმის შესახებ, რომ აფრიკა ორ ნაწილად გაიყოფა. ბზარი ზომაში ზრდას განაგრძობს, რაც ნაროკის ოლქში ძლიერი წვიმითაა განპირობებული. მოსაზრება, რომ აფრიკის კონტინენტი შესაძლოა ორად გაიყოს მიწის სიღრმეში არსებულ ცხელ მაგმას უკავშირდება. არსებული მოსარებით სწორედ ეს ცხელი მაგმა ცდილობს აფრიკის კონტინენტის გახლეჩას მის აღმოსავლეთ ნაწილში. საბედნიეროდ აღნიშნულ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც უკვე 25 მილიონი წელია მიმდინარეობს, ინდოეთის ოკეანეში კუნძული გაჩნდება, რომელიც ეთიოპიის, ტანზანიის, სომალისა და კენიას ტერიტორიას მოიცავს.