აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. კორონავირუსზე ტესტი 17 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცრებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.
ღსანიშნავია, რომ 2 პაციენტი, მათ შორის ერთ-ერთი 95 წლის ქალი, უკვე გამოჯანმრთელდა. აფხაზეთში კორონავირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.