11:40
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა - საქართველოს საგარეო უწყება
25-08-2019

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო ქმედებაა.
„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

AutoPlay
პრეზიდენტს პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ამ დრომდე არ წარუდგენია
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 059-მა ადამიანმა გაიკეთა
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 140 ადამიანს დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის რეკორდული, 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
ცნობილია თარიღი თუ როდის დატოვებს ბაჩო ახალაია საპატიმროს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები