01:09
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება
14-03-2017

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 22 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება. ე.წ. არჩევნებში გუდაუთის რაიონში პირველივე ტურში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ კარგი შედეგები მიიღო. ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ასევე მეორე ტურში გავიდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნები წააგო და მეორე ტურში ვერ გავიდა სერგეი შამბა. ე.წ. პარლამენტის ახალი სტრუქტურა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორ კვირაში 22 "საარჩევნო ოლქში" მეორე ტური ჩატარდება. ე.წ. არჩევნები სულ 35 ოლქში ტარდება. ე.წ. ოპოზიციურ ბლოკში განაცხადეს, რომ ე.წ. პარლამენტში ოპოზიციის ხუთი წარმომადგენელია გასული პირველი ტურის შედეგებით. ხოლო ერთ ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება იმის გამო, რომ კანდიდატებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

AutoPlay
მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი - ნიკა გვარამია პროკურატურაზე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გიორგი გახარია უკრაინაში რუსულ ენაზე გამოსვლაზე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს"- ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა - "რადიო თავისუფლება"
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
უკანონო ნადირობის ფაქტი - ახალციხის მუნიციპალიტეტში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები