აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აცხადებს ვახტან ყოლბაიას თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომ, კანდიდატების განხილვა წინა დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და უმაღლესმა საბჭომ არჩევანი რუსლან აბაშიძეზე შეაჩერა. მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობაში ახალი შტატი, მოადგილის შტატი იქმნება. რუსლან აბაშიძეს კი დანიშვნის შემდეგ კაბინეტის დაკომპლექტების საშუალება ექნება. აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.