აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირი დაკრძალეს. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშთი სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო 11 პირის ნეშტი კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. დიღმის ძმათა სასაფლაოზე შმაგი გოგშელიძისა და ზურაბ გიდოშვილის ნეშტების სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეც დაესწრნენ.