აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მარტის თვეში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება. თავის მხრივ, ლუკა კურტანიძე აღნიშნულ ინფორმაციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ „ამ მსხვერპლის გაღებისთვის მზად არის".