აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „მუზაში“ ონლაინ კონკურსის "ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.
საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებს ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სახელობითი საჩუქრები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსის "ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებაში ნდობის აღდგენა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარებაა.