18:15
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აფხაზეთის ე.წ ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია - სუს-ის ინფორმაცია
26-12-2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია. „მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

გიორგი ლუკავა სოხუმის დრანდის ციხეში პატიმრობაში თითქმის შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა.

AutoPlay
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას ითხოვს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები