ექსკლუზიური ინტერვიუ ასლან ბჟანიასთან, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ყველაზე მაღალი შანსი აქვს - Palitra News

ექსკლუზიური ინტერვიუ ასლან ბჟანიასთან, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ყველაზე მაღალი შანსი აქვს

2020-01-16 11:08:02+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებით სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყო. ბჟანიას თქმით ფორმატსა და ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული.

შორეულ პერპექტივაში ბჟანია საქართველოსთან კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარებას ვარაუდობს. რაც შეეხება ახლო პერსპექტივას ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.