აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისული აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი საკარანტინო რეჟიმის მოხსნას ითხოვდნენ.
ამასთანავე, პროტესტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან სურდათ შეხვედრა.