აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ფოთსა და ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.