აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძე დაინიშნა - Palitra News

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძე დაინიშნა

2019-05-01 20:21:38+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეღაურად რუსლან აბაშიძე დაინიშნა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი სწორედ რუსლან აბაშიძეს დაუჭირა. აბაშიძის თქმით უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება. აბაშიძის კანდიდატურას საბჭოს დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.