აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა - Palitra News

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

2021-04-21 13:03:09+04:00

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა. აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე. აფგან მუხთარლი, მისი დამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით, პროკურატურაში 9 აპრილს გამოიკითხა.