აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
მისი უფლებადამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვის ეტაპზე მუხთარლი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება. ამასთან, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა.
ადვოკატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
შეგახსენბთ, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.