06:01
21 აპრილი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
08-04-2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

AutoPlay
ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს მელიას გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თალაკვაძე - მელიასთან დაკავშირებით არსებობს გირაოს უზრუნველყოფა და ამნისტიის პროექტი, რომლის ინიცირებას და მიღებასაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ბადრი ჯაფარიძე - შეიძლება ისეთი სამართლებრივი საფუძვლის გამონახვა, რომელიც ადამიანისგან მოარლურ კომპრომისს არ მოითხოვს და ეს უნდა გამოინახოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები