აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. "პალიტრანიუსს" უწყებაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში ხვალ, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა. აფგან მუხთარლი დღეს თბილისში დაბრუნდა.