"დიდ დიღომში აფეთქებულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დანგრეული შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება" - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.როგორც კი მოგვეცემა დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“ - აცხადებს კახა კალაძე. მისი თქმით, უამრავმა მოქალაქემ მიმართა მერიას იმ ადამიანების დახმარების თხოვნით, რომლებიც დაზარალდნენ. დედაქალაქის მერი ყველა მოქალაქეს მადლობას უხდის.