აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი, მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას თავიდან ბოლომდე ემორჩილება. მისივე განცხადებით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ მომენტისთვის მისი სტაბილიზაციის შენარჩუნებას ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე გუშინ აფეთქება მოხდა.