იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.როგორც პალიტრანიუსს იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, მათთან შემთხვევის შედეგად მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.