დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი დღის შემდეგ, აფეთქებას თბილისში კიდევ ერთი კორპუსი გადაურჩა - დიღმის მასივის პირველ კვარტალში მდებარე მე-14-ა კორპუსის მცხოვრებლები ყვებიან რომ ბუნებრივი აირი იქ მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაციაც მიიღეს. მოსახლეობის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ამ მისამართზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საავარიო ბრიგადას იძახებენ, რადგან გაზის სუნი იქ , როგორც თავად ამბობენ, თვეების განმავლობაშია. მოსახლეობა აცხადებს, რომ შემოწმებაზე მისულმა ყაზტრანსგაზის საავარიო ბრიგადამ დაზიანებული მილები სპეციალური ე,წ, სკოჩით გაამაგრა. თუმცა ღამით წნევამ მოიმატა და გაჟონვა კვლავ მოხდა, რის გამოც საავარიო ბრიგადა კვლავ გამოიძახეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა, კორპუსისთვის ბუნებრივი აირის გადაკეტვა.მომხდარის დეტალებმა თვითმხილველმა სერგო გალსტიანმა პალიტრანიუსის თოქ შოუ 360 გრადუსში ისაუბრა.