თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გაზგასამართ სადგურზე აფეთქდა ხელსაწყო, რომელშიც წნევა გროვდება. მათი ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამშველო ჯგუფი მუშაობდა და ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, სამი დაშავებულიდან ერთმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. ორი მათგანი კი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.