ლონდონის მეტროსადგურ „პარსონს-გრინზე“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაშავებულია რამდენიმე მგზავრი. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალების შესახებ უცნობია.