ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 30-75%-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულებიდან კიდევ ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ, ორი პაციენტი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.