კიევის ცენტრში, ბასარაბის მოედანთან ავტოობილი აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს მანქანაში ქალი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილებულია პოლიცია, სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.