ახალაგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ფილანტროპიის ინდექსის შემუშავებას იწყებს. საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ირგვლ შექმნილი სკანდალის შემდეგ, აფბამ საქართველოში რეგისტრირებული ყველა მოქმედი საქველმქომედო ორგანიზაციის შესწავლა დაიწყო. ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ, ორგანიზაცია მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობენ საქველმოქმედო ორგანიზაციები. ახალაგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ მიაწოდონ დეტალური ანგარიშგებები და აუდიტორული დოკუმენტაცია მათი წარსული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. აფბას ვიცე-პრეზიდენტის, ანდრია გვიდიანის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა, საზოგადოებისთვის საჯარო გახადონ საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტები და სტანდარტები