"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების კვლევას იწყებს.
"აფბას" განცხადებით, კვლევის მიზანია მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, ასოციაცია საწყის ეტაპზე რამდენიმე მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტით დაინტერესდა. მათ შორისაა სამტრედია-გრიგოლეთის 18,5 კილომეტრიანი და თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული გზის პროექტები; ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა; ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი და რიკოთის უღელტეხილთან მისასვლელი გზის პროექტი.