AEROSMITH-ის კონცერტი საქართველოში - ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის გიტარისტი ჯო პერი დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სპეციალური მიმართვა "აეროსმიტის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "აეროსმიტი" საქართველოში 20 მაისს ჩამოვა და კონცერტს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გამართავს. ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართავს. "აეროსმიტი" 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, "გრემიზე" 16 ჯერ იყო წადგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო.