„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგიინა, რაც ძალადობას გულისხმობს,გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი. ამის შესახებ პალიტრანიუსს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. საუბარია აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რასთან დაკავშირებითაც უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ. ამასთან, ბრალი ძალადობს მუხლით ბრალი ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირიდან ერთ-ერთს წარედგინა. თავად გიგი უგულავას ინფორმაციით აეროპორტში მას და გოკა გაბაშვილს ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ.