2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 2 მილიონ 719 ათას 920 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 28%-ით აღემატება. გასული თვის მაჩვენებელს რაც შეეხება, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ივლისში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.კერძოდ, წინა თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 429 ათას 88 მგზავრს, ქუთაისის აეროპორტი 75 ათას 372-ს; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი - 111 ათას 325 მგზავრს მოემსახურა. რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში 2018 წლის 7 თვეში 194 რეისი შესრულდა და 4 ათას 47 მგზავრმა ისარგებლა.